მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #47

ტელ.: (858) 26 81 82; (890) 400 329;
(855) 17 65 33; (8215) 5 00 06


გაზიარება

ინგლისურენოვანი ბაგა–ბაღი „გვრიტები“ გამოირჩევა: მრავალფეროვანი კვებით, კლასიკური უზადო განათლებით, ფსიქოლოგიური მომზადებით...

გაზიარება

ერთი წლის ბავშვი თავს ანებებს ძუძუს წოვას და პირველ დამოუკიდებლობას აღწევს, პატარა იდგამს ფეხს, საბოლოოდ სცილდება დედის ორგანიზმს, იპყრობს ახალ სივრცეს, ეცნობა საგანთა მრავალფეროვნებას.

წარმოთქვამს ერთსიტყვიან წინადადებას. იგი სიარულსა და მეტყველებას უფროსების მიბაძვით სწავლობს. სიარულის დაუფლებისას აღარ აკმაყოფილებს ხოხვა. ცდილობს გამართულმა ორ ფეხზე გაიაროს. ამაში მშობლების წაქეზება და ,,კუნთური გრძნობა" ეხმარება, ბავშვი სიძნელეების გადალახვას თანდათან წარმატებით ახერხებს.

მეტყველების სწავლისას დიდი მნიშვნელობა აქვს დედის მიერ ბავშვთან ურთიერთობაში საუბარს. არის შემთხვევები, როცა დედა დაღლილობის გამო მხოლოდ ბავშვის მოვლით შემოიფარგლება. სიტყვიერ ურთიერთობას კი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. არასასურველი შედეგების შემთხვევაში კი სწუხს, რომ მისი შვილი სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით, არ ლაპარაკობს. ახალგაზრდა დედა შფოთავს, გარშემო მყოფებისა და ექიმისაგან შველას ელის.

ბავშვმა, რომ ლაპარაკი დროზე ისწავლოს, ჯერ უნდა მოისმინოს. მას კარგი სმენა აქვს. დაბადების პირველი დღეებიდანვე მეტყველების სწორი ფორმები უნდა მიიღოს, თანაც აქტიურად და ხშირად. არასწორი მოსმენის შედეგას ორმაგად დაამახინჯებს სიტყვებს. პირველი იმიტომ, რომ გაუმართავი სიტყვა ან წინადადებები მოისმინა და მეორე იმიტომ რომ პატარას სამეტყველო აპარატი ჯერაც გაუმართავია. პედაგოგები და ფსიქოლოგები კატეგპორიულად მოითხოვენ, რომ ბავშვს მშობლებმა ენა არ მოუჩლიქონ ,,ბუა"-არ არსებობს, ,,აუა"-ძაღლი არ არის, არც პურია "ბაბა".

ზოგჯერ ბავშვი ახალ სიტყვებს იგონებს. აქ კი საშიში არაფერია. არ ღირს მკაცრი შენიშვნები. სჯობს განვუმარტოთ მშვიდად და მოთმინებით მივუთითოთ. ბოლოს ამ სიტყვებს იგი თვითონვე ,,გადაადგილებს".

ფეხის ადგმასთან ერთად პატარა გარშემომყოფ, ახალგაცნობილ საგანთა აღთქმას იწყებს. ჯერ სათამაშოს უსინჯავს გემოს, აგდებს არახუნებს; ცდილობს მის თვისებებში გარკვევას. საგანთა მნიშვნელობას რომ ჩასწვდეს, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება უნდა ისწავლოს. მაგალითად ფანქარი თავის მოსაფხანი არ არის, საპონი სურნელოვანია, მაგრამ უგემური, კოვზის დანიშნულება იატაკზე რახუნი არ არის და ა.შ, ამ შემთხვევაშიც მშობლების სწორი აღზრდისა და სწავლების იმედი უნდა ვიქონიოთ

ზემოთთქმულიდან უნდა დავასკვნათ, რომ ბავშვი დაბადებიდანვე სოციალური არსებაა. ის მხოლოდ გარშემომყოფთა კეთილგანწყობის, აღზრდისა და სწავლების შედეგად ჩამოყალიბდება სრულყოფილ პიროვნებად.

მარინა კვიკვინია, ბავშვთა ფსიქოლოგი. "გვრიტების" დირექტორი.


შემოგვიერთდი

რაც ბავშვებს უკავშირდება